იმნაძე: პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც

პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც იმნაძემ აღნიშნა, პანდემია არსად წასულა და მსოფლიოში კორონავირუსი გრძელდება.

“პირბადე რომ არის დაწესებული, ეს არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ არც ზაფხულში. პანდემია არსად არ წასულა, გრძელდება მსოფლიოში. კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა – თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ანუ, დისტანციის დაცვაზე და პირბადის ტარებაზე. ამ პირობებში სხვა რეგულაციების მოხსნა, ვაჭრობის გახსნა და უფრო მეტი თავისუფლება ბიზნესების, უკვე შესაძლებელი იქნება.”-განააცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიიაკობ ბრეგვაძის დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატია“კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია აშკარად იკვეთება”