იაგო ხვიჩია – რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე ასეთს წინა ხელისუფლება თუ ეს ხელისუფლება, რომ განსხვავებულია ჩვენი მოსაზრებები და ერთი და იგივე სიტყვით სხვადასხვა რამეს აღვნიშნავთ?!

ყველანი ვსაუბრობთ ევროპაზე, მაგრამ ევროპის სახელით ჩავდივართ ყველაზე ცუდ დარღვევებს, ყველაზე მეტად ვუტეხავთ სახელს იმ სწორ იდეას, რომელსაც უნდა მივყვებოდეთ – ის მაინც გვითხარით რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე ასეთს, წინა ხელისუფლება თუ ეს ხელისუფლება, რომ იმდენად განსხვავებულია ჩვენი მოსაზრებები, რომ ფაქტობრივად ერთი და იგივე სიტყვით სხვადასხვა რამეს აღვნიშნავთ?! – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ საქმეებს, რომლებსაც ყოველღიურად აკეთებენ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან.

„როგორ გვესმის ჩვენ ევროპა?! მაშინ, როცა ჩვენ 12 პუნქტიან გეგმაზე ვმუშაობთ და ყველა პარტია სათითაოდ წარმოადგენს გეგმას, მაგრამ მთავარზე, რაზეც ამ პროცესის განმავლობაში არ გვისაუბრია არის ის, თუ რა არის ევროპა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა საუბრობს, რომ პროევროპელები ვართ, ევროპისკენ მივდივართ და ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ ევროპელობისკენ სწრაფვის არგუმენტით ვაკეთებთ. ეს ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც ასე გრძელდება, მაგრამ საქმეები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ და ვხედავთ, ჩემი აზრით, არ არის ევროპული და მივხვდი, რომ მე სხვანაირად მესმის ევროპა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვანაირად ესმის, „ქართულ ოცნებას“ სხვანაირად ესმის და სხვადასხვა პარტიას სხვადასხვანაირად ესმის. როცა ვამბობთ ევროპას აშკარად სხვადასხვა შინაარსს ვდებთ იქ. მაგალითად, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა ევროპაზე და აკეთებდა იმ სასამართლოს რა სასამართლოც დღეს გვაქვს, ან აკეთებდა ისეთი ტიპის ბიუროკრატიას, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა და ეს იყო ევროპისკენ ერთადერთი გზა და გეზი, მგონია, რომ ამით სახელი უტყდებოდა ევროპულ იდეას. თქვენს შემთხვევაში ეს გრძელდება, ოღონდ სხვანაირად. შემოდის ათასნაირი მარეგულირებელი კანონები, ჯარიმები, ყოველდღიურად იზრდება რაღაც ტიპის გადასახადები და ბიუროკრატიასთან ადამიანის შეხება, თან ყველაფერი ეს ხდება ევროპასთან დაახლოების არგუმენტით და სინამდვილეში ამას არანაირი კავშირი არ გააჩნია ევროპის იმ გაგებასთან, რომელიც ჩემნაირ ადამიანს გააჩნია. ყველანი ვსაუბრობთ ევროპაზე, მაგრამ ევროპის სახელით ჩავდივართ ყველაზე ცუდ დარღვევებს, ყველაზე მეტად ვუტეხავთ სახელს იმ სწორ იდეას, რომელსაც უნდა მივყვებოდეთ და დიდი ხანია ეს გზა ჩვენი მოქალაქეების არჩეულია. საბოლოო ჯამში, სად წაგვიყვანს ეს გზა და რატომ ვერ ხერხდება ის, რომ ევროპაზეც კი ვერ ვლაპარაკობთ?! ეს ხომ ნეიტრალური ღირებულებაა?! თუ არაფერი არ უნდა შევცვალოთ და მაინც უნდა გავაგრძელოთ გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე ასეთს წინა ხელისუფლება თუ ეს ხელისუფლება, რომ იმდენად განსხვავებულია ჩვენი მოსაზრებები ამ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივად ერთი და იგივე სიტყვით სხვადასხვა რამეს აღვნიშნავთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონის გამონათქვამები ჩემთვის არაა არც ბიბლია, არც ჭეშმარიტება, რომელიც არ გადაიხედება – მდინარაძე
შემდეგი სტატიაანდრეი კასიანოვი – ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია – ეს საკითხი უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს