უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია.
მისივე თქმით, ეს საკითხი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა ფორმატშიც განიხილა.
„ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია. ეს იყო, ასევე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილეს უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრაღაში გამართული არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში და ასევე სუამის ფორმატში“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.