იაგო ხვიჩია ოპოზიციასთან შეხვედრის დატოვებაზე – არ ვიყავით სასურველი სტუმრები

“გირჩის” წევრებმა იაგო ხვიჩიამ და ვახო მეგრელიშვილმა ოპოზიციის წევრებთან შეხვედრა უკვე დატოვეს. იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე 3 შეკითხვა დასვევს:

თუ აქვთ მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებაზე, რომლებზეც ფასილიტატორები ამბობენ, რომ ოპოზიცია ვერ ამტკიცებს;

გვეთანხმებით თუ არა პროპორციულ არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერით;

რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დააკავებენ, რაში მივიღოთ მონაწილეობა.

“დესტრუქცია, დესტრუქციული იყო ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, ძირითადად, პატარა პარტიებიც ბანივით ამას ყვებოდნენ, ეს დამთავრდა იმით, რომ ბოლოს კახა კუკავამ თქვა, რას მერჩით მათამაშეთ სააკაშვილის მიშას თამაში მინდაო. ჩვენი ნებითაც დავტოვეთ შეხვედრა, ხელით არავის გავუგდივართ, მაგრამ არ ვიყავით სასურველი სტუმრები, ამას მივხვდით”, – თქვა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი – შევეცდები, დავასაბუთო, რატომ იქნება უფრო სწორი, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია