ლევან იოსელიანი – შევეცდები, დავასაბუთო, რატომ იქნება უფრო სწორი, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს

შევეცდები, როცა ეს საკითხი პარლამენტში შემოვა, დავასაბუთო, თუ რატომ არ უნდა მოუხსნან იმუნიტეტი ნიკა მელიას იმ პირობებში, როცა სულ ერთი კვირის წინ ჩვენ მას შევუნარჩუნეთ იმუნიტეტი და ამის არგუმენტი იყო, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის უნდა დაგვეტოვებინა სივრცე, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმთ, პარლამენტი სწორედ იმისთვის არის, რომ ასეთ არაორდინალურ სიტუაციებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზევით დადგეს. ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, როგორც კი საშუალება მიეცემა, შეეცდება, რომ დაასაბუთოს, რატომ იქნება უფრო სწორი, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.

„მაინტერებსებს, ჩემი კოლეგები „ქართული ოცნებიდან” როგორ ხედავენ, პარლამენტის როლს ამ პროცესში. პარლამენტი სწორედ იმისთვის არის, რომ ასეთ არაორდინალურ სიტუაციებში დადგეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზევით. როცა პოლიტიკოსი პოლიტიკურ რისკს იღებს, ამაში პარლამენტის როლი უნდა იყოს მნიშვნელოვანი. როცა ამ საკითხზე პარლამენტში მომეცემა სიტყვა, შევეცდები, დავასაბუთო სამართლის ლოგიკის ფარგლებში, რატომ იქნება უფრო სწორი, რომ პარლამენტმა არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება ნიკა მელიას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – რასაც აკეთებს ნიკა მელია, არის განგაშის ატეხვა
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია ოპოზიციასთან შეხვედრის დატოვებაზე – არ ვიყავით სასურველი სტუმრები