IAEA-ს ექსპერტების ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შედეგი არ მოუტანია – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი თვლის, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც რუსები აკონტროლებენ, შედეგი არ მოუტანია.

ჟურნალისტებმა დანილოვს ჰკითხეს, შეცვალა თუ არა რაიმე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტმა სადგურში:

„არა, სიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბარი შესაძლებელი იქნებოდა, თუ ტერორისტები წაიღებდნენ იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და დატოვებდნენ ელექტროსადგურს.” ამბობს დანილოვი.

მისივე თქმით, IAEA-ს მისიამ არაფერი გააკეთა, როდესაც მათი ვიზიტისას ოკუპანტებმა სადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს – “მსოფლიოს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებიდან. მსოფლიო აიგნორებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიტაცების საფრთხეს” – ამბობს დანილოვი.

“კიდევ რამდენი ბოროტება და უბედურება უნდა გააკეთონ რუსებმა, რომ ეს საბოლოოდ დაინახოს მსოფლიომ? 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აიღო და ამას ყველა არ ანიჭებდა მნიშვნელობას. 2014 წელს ყირიმის ანექსია, რეაქცია იყო მსგავსი. რამდენიმე თვის შემდეგ იყო მალაიზიური Boeing 777, დაიღუპა 298 ადამიანი; “ – ამბობს დანილოვი.

banner
წინა სტატიაშიგავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება -მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე
შემდეგი სტატიაComCom-მა UNICEF-ისა და USAID-ის მედიაწიგნიერების ერთობლივ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო