გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება -მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე

“ქართული ოცნება” თავს ისევ ოპონენტებს ესხმის. ამჯერად მამუკა მდინარაძემ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე გააკრიტიკა, რომელმაც “ოცნების” წევრებს დღეს “ოროსნები” უწოდა და არჩევნების 70%-ის ელექტრონულად ჩატარების მათეული ინიციატივა დაიწუნა.

გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება პირდაპირ გეუბნებით იქიდან გამომდინარე, რომ პირად შეურაცხყოფაზეა გადასული, მაგალითად, რაც იკადრა მაგან დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით პირადად, არაფერში არ ჯდება. არც ეთიკაში, არც ზრდილობაში და არაფერში საერთოდ მას შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი ჩვენგანი ოღონდ პირადი შეურაცხყოფა რაში სჭირდება ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს ალბათ თავისი ჭკუით, – თქვა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველო პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს – მოსკოვი
შემდეგი სტატიაIAEA-ს ექსპერტების ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შედეგი არ მოუტანია – დანილოვი