„შეხედე აუტიზმს გულით“ – ტექნიკურ უნივერსიტეტში აუტიზმის დღე აღინიშნა

“აუტიზმი საუბრობს, დროა მოვუსმინოთ”, “თუ მე ვერ  ვლაპარაკობ, არ ნიშნავს, რომ არ მესმის”,  “თუ ლაპარაკი არ შემიძლია, არ ნიშნავს, რომ არაფერი მაქვს სათმელი”, “ შეხედე აუტიზმს გულით, თვალებს შეიძლება რამე გამორჩეს”, – ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გულია, თვალია, ფილტვია.

არიან ღვთის შვილები, რომელთაც უცხოადამიანთან, თუნდაცთანატოლთან, კონტაქტისდამყარება უჭირთ. ამშემთხვევაშიარავითარპათოლოგიასთანსაქმეარგვაქვს, უბრალოდ, განსაზღვრულიფსიქოლოგიურიმიზეზებისგამობავშვიჩაკეტილია, თუმცაკიასაკისშესაბამისადვითარდება. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, აქვთ თავისი სამყარო და ეს სამყარო მხოლოდ მათია, თუმცა მსოფლიო იცნობს არა ერთ აუტისტს, რომელთაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. მათ შესძლეს და გაარღვიეს ის წრე, რომელიც ერთი შეხედვით ჩაკეტილი ჩანს. მათ გაგვიხსნეს თავიანთი ჩაკეტილი სამყარო და ჩვენ დავინახეთ გული, დავინახეთ სული და დავინახეთ უფალი.

2 აპრილი – აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.

დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სტუ-ის ინკლუზიური განათლების სპეციალისტის თამარ კობერიძის ინიციატივით და სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, აღინიშნა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ასევე სტუ-ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებმა.

banner
წინა სტატიაშიიაცენიუკს დეკლარაციის მიხედვით ბანკში მილიონი დოლარი აქვს, ხელზე კი – ნახევარი მილიონი
შემდეგი სტატიამოსკოვში წითელ მოედანთან მისასვლელი გადაკეტილია