ჰოლივუდში უცნობმა ორი ადამიანი მოკლა

3ლოს-ანჯელესში უცნობმა ბოროტმოქმედმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორმა მძიმე ჭრილობა მიიღო – ისინი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში არიან – KABC-TV Los Angeles-ი იტყობინება, რომელიც ABC მედიაჯგუფის წევრია.
ინციდენტი გუშინ გვიან, დასავლეთ ჰოლივუდის რაიონში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მიმავლა შეძლო. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ლათინოამერიკული წარმოშობის არის, დაახლოებით 175 სანტიმეტრის სიმაღლის.
სხვა ინფორმაცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით არ ვრცელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ყოფილ პრემიერს დავალიანების გამო ცხელი წყალი გაუთიშეს
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი ტყვე გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა