ჰავაიში სიგარეტის ყიდვა მხოლოდ 100 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი

ჰავაიში სიგარეტის ყიდვა მხოლოდ 100 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. აშშ-ს ამ შტატში განიხილება კანონპროექტი, რომელიც სიგარეტის მყიდველის ასაკის ეტაპობრივ გაზრდას გულისხმობს. ახლა სიგარეტი 21 წლის ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ იყიდონ. კანონმდებლების თანახმად, 2020 წლიდან ასაკობრივი ზღვარი 30 წლამდე აიწევს, 2021 წლიდან – 40 წლამდე, 2024 წლიდან კი ზღვარი 100 წელი იქნება – “ბიბისი” წერს.
კანონმდებლების თქმით, შეზღუდვა ელექტრონულ სიგარეტებს, სიგარებს და საღეჭ თამბაქოს არ შეეხება.

banner
წინა სტატიაშიჟოზე მაურინიოს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაუშვეს
შემდეგი სტატია,, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ ინფორმაცია არის მცდარი”