ჟოზე მაურინიოს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაუშვეს

“მანჩესტერ იუნაითედის” ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ გადასახადების დამალვის შესახებ ბრალი აღიარა. მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, დიდი რაოდენობით ჯარიმის გადახდის შემდეგ არ დაუპატიმრებიათ. ესპანეთში არაძალადობრივი დანაშაულებისთვის იშვიათად უშვებენ ადამიანებს ციხეში, თუკი მათ 2 წლამდე აქვთ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი. მაურინიომ 182, 500 ევრო გადაიხადა 2 მილიონ ევროსთან ერთად. მან 2011-2012 წლებში, როცა ის “რეალის” მწვრთნელი იყო, სახელმწიფო გადასახადები დამალა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშილონდონში კარლ მარქსის საფლავი ჩაქუჩით გაანადგურეს
შემდეგი სტატიაჰავაიში სიგარეტის ყიდვა მხოლოდ 100 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი