ჰარირი ლიბანის პრემიერის სავარძელს დაუბრუნდა

4 ნოემბერს საუდის არაბეთში ვიზიტის დროს სკანდალურად გადამდგარი  ლიბანის პრემიერი საად ჰარირი, საკუთარ უფლებამოსილებებს დაუბრუნდა, ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი  C News ავრცელებს ინფორმაციას.

,,მე ლიბანის პრემიერი ვარ და ამ თანამდებობაზე ჩემი ქვეყნის მომავლისთვის მუშაობის გაგრძელება მსურს… გადადგომის განცხადებით, მინდოდა ჩემს ქვეყანაში პოზიტიური შოკი გამომეწვია. ლიბანელი ხალხის დიდი პრობლემების გასახმოვანებლად გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე. საუდის არაბეთში მომხდარზე სხვა შეფასებები არ მაქვს,, აცხადებს სამშობლოში დაბრუნებული ჰარირი, რომელიც ხაზს უსვამს რომ მისი ქვეყნისა და რეგიონისათვის დიდი საფრთხის შემცველი ,,ჰეზბოლას,, მოქმედებებზე პასუხისმგებელი ირანია.

ჰარირიმ თავის გამოსვლაში მიანიშნა, რომ თუ ,,ჰეზბოლას,, მოღვაწეობა გაგრძელდება ლიბანში, ის კვლავ გადადგება.

ლიბანის პრემიერმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც მისი გადადგომის განცხადებას პირველი გამოეხმაურა და მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა მას…. ,,მაკრონმა ლიბანის სტაბილურობას შეუწყო ხელი… მან დაიცვა ჩვენი ქვეყანა.  ლიბანი ფრანგულად მოლაპარაკე ქვეყანაა. ჩვენ ისტორიული კავშირები გვაქვს საფრანგეთთან,, აღნიშნა ჰარირიმ.

banner
წინა სტატიაშიერევანში საქართველოს მოქალაქე თანამემამულემ დაჭრა
შემდეგი სტატიაკიევში დაკავებული 65 კრიმინალური ავტორიტეტი გაანთავისუფლეს