ერევანში საქართველოს მოქალაქე თანამემამულემ დაჭრა

სომეხმა სამართალდამცავებმა გახსნეს ინიციდენტი საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით. ადგილობრივი საგამოძიებო სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, 22 ნოემბერს, გულ-მკერდის არეში მიღებული ჭრილობით, საავადმყოფოში მიიყვანეს საქართველოს მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ტ. ტვილდიანი.
გამოძიებამ დააგინა, რომ 28 წლის მამაკაცს დანით მიაყენეს ჭრილობა ბინაში, სადაც იგი სამ მეგობართან ერთად ცხოვრობდა, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან. 22 ნოემბრის დილის 5 საათზე, მას შემდეგ რაც ისინი დაბრუნდნენ კლუბიდან, მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი სამზარეულოს დანით იქნა დაჭრილი. დადგინდა დამნაშავის ვინაობაც. იგი 1997 წელსაა დაბადებული, თუმცა მისი სახელი და გვარი არ სახელდება.
გამოძიება გრძელდება.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “Новости-Армения”.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი მზადაა დაიწყოს მოლაპარაკება კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე
შემდეგი სტატია ჰარირი ლიბანის პრემიერის სავარძელს დაუბრუნდა