ჰარცელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების გზავნილები საქართველოში სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, რადგან ხელმომწერები წამყვანი ევროდეპუტატები არიან, რომელთაც სხვადასხვა როლი აქვთ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გზაზე.

“ვერ ვისაუბრებ ევროპარლამენის, ან მისი ცალკეული წევრების სახელით. უბრალიოდ ვიტყვი, რომ მოდის ცხადი გზავნილები. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როცა საკითხი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ასე რომ ამ გზავნილებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ”, – ამბობს ჰარცელი.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).

banner
წინა სტატიაშინატოს ელჩები რუსი სამხედროების უკრაინის საზღვართან განთავსების გამო საგანგებოდ შეხვედნენ
შემდეგი სტატია“მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას” – გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს