ნატოს ელჩები რუსი სამხედროების უკრაინის საზღვართან განთავსების გამო საგანგებოდ შეხვედნენ

ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო ელჩები 1 აპრილს ბრიუსელში საგანგებოდ შეხვდნენ, რომ დონბასში რამდენიმე ხნის წინ მიმდინარე ძალადობასა და უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზების შესახებ ემსჯელათ – უკრაინული მედია წერს. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ახლანდელ მასშტაბურ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით უკრაინსა და მის ირგვლივ. ასევე, ისინი შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო, რამაც ოთხი უკრაინელი სამხედრო პირის სიკვდილი გამოიწვია გასულ კვირას. “რუსეთის დესტაბილიზაციური მოქმედებები დაძაბულობის დეესკალაციას ხელს უშლის” – ასეთია ნატოს პოზიცია.

მანამდე აშშ-მ რუსეთი გააფრთხილა შეწყვიტოს უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაზრდით კიევის “შეშინება”.

1 აპრილს გავრცელდა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ ჯარში უმაღლესი მზადყოფნა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს, რუსეთმა კი უკრაინის საზღვართან სამხედროები გადასხა.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია – ბატონ ვოლსკის მინდა ვურჩიო, ევროპარლამენტარებზე უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებამდე Google ან Wikipedia გამოიყენოს
შემდეგი სტატიაჰარცელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე