“მამა ანდრია სარიას განცხადებები ექვემდებარება განკვეთას” – გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქოში დღეს შედგა მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა, რომელზეც მღვდელმონაზონ ანდრია სარიას საკითხი განიხილეს.

ჯაღმაიძის თქმით, მამა ანდრია სარიას სხდომაზე განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას და აღნიშნა, რომ კომისია დასკვნას დადებს მღვდელმსახურებიდან მისი განკვეთის შესახებ, რომელზეც გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს.

„საქართველოს საპატრიარქოში დღეს შედგა მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა, რომელიც განიხილავს სხვადასხვა საკითხს. დღეს სხდომაზე მოწვეული იყო მღვდელმონაზონი ანდრია სარია. მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას მიეცა ადრე შენიშვნა. შემდგომში, შენიშვნის შემდეგ, შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, დღეს შედგა კომისია. როგორც მოგახსენეთ, მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას. კომისია მიიღებს დასკვნას და რადგანაც კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს, რეაგირებისთვის ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს. ეს არის დღევანდელი შეხვედრის შინაარსი. მღვდელმსახურებიდან განკვეთა – ეს არის დასკვნა, რომელსაც დადებს კომისია. გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე
შემდეგი სტატიამონასტერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მღვდელმთავარი იღებს – ჯაღმაიძე დედა სოსანას გათავისუფლებაზე