„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„შუამავლების ძალისხმევის გათვალისწინებით, რომ გახანგრძლივდეს მძევლების გათავისუფლების პროცესი, ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის მეექვსე დღე დასრულდა. აქამდე უცნობი იყო, გაგრძელდებოდა თუ არა შეთანხმება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის ძირითადი პოლიტიკა ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს რეგიონული ცენტრი