აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი კონეკტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ჰენრი კისინჯერი გერმანიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა.1930-იან წლებში მისი ოჯახი იძულებული გახდა, გაქცეოდა ნაცისტურ გერმანიას. ისინი აშშ-ში გადასახლდნენ.

1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი.

კისინჯერის ძალისხმევამ გამოიწვია აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბული ურთიერთობის განმუხტვაში.

1973 წელს ჰენრი კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის.

banner
წინა სტატიაშიკახეთში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება