ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდება

region
ავტ.: region ოქტომბერი 4, 2019 15:02

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდება

ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის პატივსაცემად მისი უკვდავი მელოდიები აჟღერდება, – ინფორმაციას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად St. Jacobs-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდება.

ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს რევაზ ლაღიძის „თბილისო“, „სულიკო“ და დავით არჩვაძის „მონატრებიხარ ფიქრებს“.

ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მკვიდრთ 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლებათ“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.

„ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო“, „ჩიტო-გვრიტო“, „სულიკო“, ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ“ და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი“, – აცხადებენ საელჩოში.

region
ავტ.: region ოქტომბერი 4, 2019 15:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics