გიგა ბოკერია – ირმა ინაშვილის ყოფნა როუზ გოტმიოლერთან შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო

ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს

ირმა ინაშვილის ყოფნა ნატო-ს გენმდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო, რათა „ლაივში“ ენახა, რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოს პარლამენტის წევრთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც ცნობილია, ირმა ინაშვილმა ატლანტიკური საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის“ მეირ ბათუმში ჩატარებული კვლევის შესახებ, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს სამხედრო ნეიტრალიტეტს.

„რაც მან ისაუბრა, ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა, რომ ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა. ნეიტრალიტეტი ხომ იგივეს ნიშნავს, რაც რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენას. ეს ხომ ყველას გვესმის. ჩვენი გზავნილი არის ორი – მთავარი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსი, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის არის რუსეთი, პუტინის რუსეთის მოქმედებები და საჭიროება, რომ თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა, რომლებიც მხარს გვიჭერენ, უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინაში და მსოფლიოში. მეორე არის ის საფრთხეები, რაც გველის არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ძალიან სარისკო ნაბიჯების გამო, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს უნდა იცოდნენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ხაჭაპურების ცხობა არ მეხერხება, მაგრამ კოჟორიძემ კვერცხები მოხარშოს
შემდეგი სტატიაჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის მელოდიები აჟღერდება