„GWP“-სა და გოგირდის აბანოებს შორის მედიაციას შევეცდებით“

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო „GWP“-სა და გოგირდის აბანოებს შორის, მედიატორის როლს შეასრულებს.

მინისტრის განმარტებით, სამართლიან ქვეყანაში, კერძო ბიზნესებს შორის არსებული უთანხმოების შემთხვევაში, გადაუწყვეტავ თემებზე, გადაწყვეტილებებს სასამართლო იღებს.

„კერძო ბიზნესია ერთიც და მეორეც. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესის ნაწილში სამართლიან ქვეყანაში გადაუწყვეტავ თემებზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, თუმცა, ჩვენ როგორც მთავრობა, შევეცდებით მედიაციას იმისთვის, რომ კერძო ბიზნესი განვითარდეს დაბრკოლებების გარეშე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ გოგირდის აბანოები დესტრუქციულ ქმედებას მიმართავენ, რადგან მათი პოზიცია სამართლებრივად წამგებიანია და სხვა გზა არ დარჩათ.

ცნობისთვის, გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს და ტარიფის გაზრდა გააპროტესტეს.

გოგირდის აბანოები ერთი დღით დაიხურა.

დღეს გამართულ აქციაზე კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს ხელმძღვანელი თემურ გორგაძე მივიდა და შპს ნარიყალას ხელმძღვანელობას დახმარებას დაჰპირდა.

 

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღების სააგენტო თანამშრომლებს პროცესების პოლიტიზირების მცდელობაში, თავის შეკავებას ურჩევს
შემდეგი სტატია“პირადი ცხოვრების ხელყოფის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მეტია გასაკეთებელი”