“პირადი ცხოვრების ხელყოფის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მეტია გასაკეთებელი”

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშს უსმენენ.
ინსპექტორი თამარ ქალდანი კომიტეტებს 2015 წლის განმავლობაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებების და გაწეული კონსულტაციის შედეგებს აცნობს. ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საჯარო და კერძო სექტორში არსებულ მდგომარეობას.

საუბარი შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საკითხსაც. სწორედ ამ თემაზე გააკეთეს დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები.

უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას სამუშაო აქვს.

“პირადი ცხოვრების ხელყოფის აღმოფხვრასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი აქვს მთავრობას სამუშაო ვიდრე ამას ის აქამდე აკეთებდა. ჩვენი შესაძლებლობები თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში უფრო ძლიერი უნდა იყოს ადამიანთა უფლების დაცვის თვალსაზრისით” – აღნიშნა კორძაიამ.

მისი თქმით პარლამენტი დაუნდობელი უნდა იყოს პირადი ცხოვრების ხელყოფასთან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი გაბაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყოს ის რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება ასე მარტივად არ ხდებოდეს.

“ჩაწერა, მიყურადება, თვალთვალი ნამდვილად იყო პრობლემა, თუმცა ეს მარაზმი დღეს ახალ დონეზეა აყვანილი. ამ ვითარებაში, ქალდანი აქტიური უნდა იყოს და მოითხოვოს სახელმწიფოსგან მოქმედება, მაგრამ უპირველესად უნდა იმოქმედოს პროკურატურამ”- განაცხადა დეპუტატმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.personaldata.ge

banner
წინა სტატიაში„GWP“-სა და გოგირდის აბანოებს შორის მედიაციას შევეცდებით“
შემდეგი სტატიაბარაკ ობამას ტანგო