ნინო ბურჯანაძე: გვპარავენ დროს, რომელიც მოგვცა ხალხმა

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

„გვპარავენ დროს რომელიც მოგვცა ხალხმა „ – ნინო ბურჯანაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პერიოდში, საეთერო დროის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მისი პარტიის მიზანია, გააპროტესტონ ვახტანგ ხმალაძის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება. როგორც ვიცით, კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს ყველა საარჩევნო პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. საეთერო დროის ხანგრძლივობა კი 60 წამიდან 33 წამამდე შეიზღუდება.

“რეალურად ქართული ოცნება მიდის იმ გზით რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტიების დაყაჩაღება. თუ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ გვპარავენ დროს რომელიც მოგვცა ხალხმა და არა ქართულმა ოცნებამ. მაქვს იმისი იმედი, რომ ბოლო წამს ქართული ოცნება გონს მოვა და არ გააკეთებს იმას რასაც ნაციონალური მოძრაობაც კი არა აკეთებდა და ვერ ბედავდა, მით უმეტეს არჩევნებამდე 4 თვით ადრე“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“არ უნდა ჰქონდეს ასეთი გონორი როგორითაც ის დღეს საუბრობს, ეს კატეგორიულად მიუღებელია”
შემდეგი სტატიაგოგირდის აბანოების ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა GWP- ს ოფისთან აქცია გამართეს