გოგირდის აბანოების ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა GWP- ს ოფისთან აქცია გამართეს

გოგირდის აბანოების ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა წყლის კომპანიის მიერ დადგენილ ახალი ტარიფი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

დღეს მათ გამაფრთხილებელი აქცია კომპანია GWP- ს ოფისთან გამართეს. მათ ტერიტორიაზე სიმბოლურად გოგირდის წყალი მიიტანეს და ოფისთან დაღვარეს, რის შემდეგაც წყლის სიმბოლური ღირებულება ორი თეთრი ადგილზე დატოვეს.

თბილისის აბანოები გადასახადის შემცირებას და დავალიანების ჩამოწერას ითხოვს. Georgian Water & Power-ში კომენტარი არ გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: გვპარავენ დროს, რომელიც მოგვცა ხალხმა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია