გვერდითი მოვლენები, რომელიც ამ პროექტის მთავარ სპონსორებს ეხება, პროექტზე ზეგავლენას იქონიებს – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი

„ასეთი გვერდითი მოვლენები, რომელიც ეხება ამ პროექტის მთავარ სპონსორებს, ამ პროექტზე ზეგავლენას იქონიებს,“ – ეს განცხადება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებთ გააკეთა.

ლევან ახვლედიანის თქმით, ფულის გათეთრების საქმის წამოწევა პოტენციურ ინვესტორებს და ანაკლიის პორტის დაფინანსებას რისკის ქვეშ აყენებს.

„ჯერჯერობით პროცესები არ შეჩერებულა. თუმცა აუცილებელია, რომ ეს გაუგებრობა მოგვარდეს. სიცხადე მოეფინოს ამ ყველაფერს და დასრულდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენმა პროექტმა, ამ პროექტში ჩვენმა ინვესტორებმა თავისუფლად მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა ფინანსური დახურვისთვის და მერე წარმატებით განხორციელებისთვის. მესიჯები იყო ის, რომ მათ გამოთქვეს შეშფოთება ამ კონკრეტული მიმდინარე მოვლენების გარშემო და გვითხრეს, რომ თუ ეს არ მოგვარდება, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ამ პროექტთან მიმართებაში რთული იქნება,“ – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგანგებო განცხადება დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ ანაკლიის პორტის მმართველმა კომპანიამ პროექტის შესაძლო შეჩერების შესახებ მიანიშნა.

banner
წინა სტატიაში„თიბისი ბანკი“ პროკურატურის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატია“თიბისი ბანკის” საქმეში კიდევ ერთი ახალი გვარი გამოჩნდა – პროკურატურა პაატა ღაძაძით ინტერესდება