“თიბისი ბანკის” საქმეში კიდევ ერთი ახალი გვარი გამოჩნდა – პროკურატურა პაატა ღაძაძით ინტერესდება

“თიბისი ბანკის” საქმეში კიდევ ერთი ახალი გვარი გამოჩნდა. მამუკა ხაზარიძესა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, პროკურატურა პაატა ღაძაძით ინტერესდება. ღაძაძე “თიბისი ბანკში” 1993 წლიდან მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე და პოსტი ე.წ. ფულის გათეთრების საქმის შემდეგ დატოვა. ის სამუშაოდ “თიბისი” დაზღვევაში გადავიდა.

ღაძაძის გვარი პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერდა. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც გადაწყდა “სამგორი M”-სა და “თრეიდისთვის” სესხის ჩამოწერა, ოფშორული კომპანია გამოჩნდა. პროკურატურის ინფორმაციით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ “თიბისითვის” ამ თანხას დააბრუნდება. პროკურორის თქმით, ამ საკითხზე მომლაპარაკებელი პაატა ღაძაძე იყო.

დღეს მთავარ საგამოძიებო უწყებაში “თიბისის” საქმეზე საგანგებო განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც გუშინ ანაკლიის პორტის მმართველმა კომპანიამ პროექტის შესაძლო შეჩერების შესახებ მიანიშნა. მისი თქმით, ფულის გათეთრების საქმის წამოწევა პოტენციურ ინვესტორებს და ანაკლიის პორტის დაფინანსებას რისკის ქვეშ აყენებს.

banner
წინა სტატიაშიგვერდითი მოვლენები, რომელიც ამ პროექტის მთავარ სპონსორებს ეხება, პროექტზე ზეგავლენას იქონიებს – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი
შემდეგი სტატიაკანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება