გვენეტაძე შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული სასამართლო სისტემის სიმბოლოა-კანდელაკი

გუშინ ,,არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებას ,რომლის მიხედვითაც ნინო გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ეკა გასიტაშვილის ლობირებას ავალებდა პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ოპოზიციის განცხადებით, ამ საკითხით გენერალური პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული- საქართველოს წევრის“ გიორგი კანდელაკის განცხადებით, გვენეტაძე არის ერთ-ერთი ცნობილი სიმბოლო შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული სასამართლო სისტემისა.

,,ქალბატონმა გვენეტაძემ რითაც გაითქვა სახელი მოითხოვდა თავის დროზე რუსთავი2- ის ჟურნალისტების დაპატიმრებას იმისათვის რომ მათ ამხილეს მოქრთამე მოსამართლე და გადაუღეს თუ როგორ იღებდა ქრთამს. ასე რომ დიდი ხანია ქალბატონი გვენეტაძის სანდოობა არის ნულზე ქვემოთ და სრულიად სარწმუნოდ გამოიყურება მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები რომ იგი ამ შემთხვევაში დაკავებული იყო ერთერთ მნიშვნელოვან მოსამართლეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლით.“- განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანს თავის თავზე უფრო მეტი განმარტებები აქვს მისაცემი-ვოლსკი
შემდეგი სტატიაიპოთეკით დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ