იპოთეკით დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

იპოთეკით დაზარალებულები ქუთაისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ქვეყანაში კერძო იპოთეკარების საქმიანობა აიკრძალოს და დაზარალებულთა საკუთრების უფლება იყოს დაცული. იპოთეკით დაზარალებულები ასევე ითხოვენ იმ კანონპროექტის მიღებას, რომელიც მათი თქმით, უკვე ექვსი თვეა პარლამენტშია შესული. იპოთეკით დაზარალებულები მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით აქციებს უკვე ხუთი წელია მართავენ.

,,ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ მდგომარეობას გაგვიუმჯობესებდა. მას ვთხოვთ პირადად, რომ შეგვისრულოს დანაპირები. ბატონო ბიძინა, შეგვპირდით, რომ კეთილდღეობას შეგვიქმნიდით და მოსპობდით მანკიერებას. მანკიერება კი არ მოსპეთ,თქვენ სამევახშეო სისტემით ყაჩაღობა დააკანონეთ და თქვენ იქეცით ქართველი ხალხის მესაფლავედ” – განაცხადა აქციაზე იპოთეკით დაზარალებულმა მარინა სუპატაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგვენეტაძე შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული სასამართლო სისტემის სიმბოლოა-კანდელაკი
შემდეგი სტატია26 მაისის აქციის მონაწილეს მორალური ზიანის თანხას პოლიცია გადაუხდის