გვარამიას თქმით, მთავარი არხი მაუწყებლობას იბერიას შენობაში დაიწყებს

region
ავტ.: region აგვისტო 28, 2019 17:52

გვარამიას თქმით, მთავარი არხი მაუწყებლობას იბერიას შენობაში დაიწყებს

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მთავარი არხი მაუწყებლობას ტელეკომპანია იბერიას შენობაში დაიწყებს. მისივე თქმით, ისინი იბერიას ტექნიკასაც გამოიყენებენ. მანვე აღნიშნა, რომ არხის შენობად დიდ დიღომში მდებარე ასტრაპარკი განიხილება, თუმცა მოლაპარაკებები ბოლომდე დასრულებული არ არის.

“კონკრეტულ შენობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ოქუაშვილი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მისი ტექნიკა იქნება ამ ტელევიზიის საკუთრებაში. ბოლომდე ეს ყველაფერი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ამ მომენტისთვის ასეთი მდგომარეობაა”, — აღნიშნა გვარამიამ იმედთან სატელეფონო საუბარში.

იბერიას მფლობელმა, პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ იმედს განუცხადა, რომ რუსთავი 2-დან წამოსული კურიერის გუნდი მათ შენობაშია, ეგუებიან ინფრასტრუქტურას და ეთერში გასვლისთვის ემზადება. კითხვაზე უსასყიდლოდ უთმობს თუ არა იბერია ნიკა გვარამიას შენობასა და ტექნიკას, ნატო ჩხეიძემ უპასუხა:

“ეს არის დეტალები, რომელშიც არ ვარ კომპეტენტური. ამაში სხვა უფრო კომპეტენტური პირები გაგცემენ პასუხს”.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად “ინტერესთა კონფლიქტი” და “შიდა ომები” დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, ასევე, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა, ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეშვილმა და რეგიონის ჟურნალისტებმა. კომედი ჯგუფის ნაწილი კი რუსთავი 2-ში დარჩა.

region
ავტ.: region აგვისტო 28, 2019 17:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,170
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics