სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრა

მსჯავრდებულ დეკანოზს შეწყალებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი უთხრა, – ამის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღია, თუმცა, როგორც მამალაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი, დეკანოზს პრეზიდენტი შეიწყალებდა, უკვე გათავისუფლებული იქნებოდა.

„პრეზიდენტმა დღეს 34 ადამიანი შეიწყალა. ჩემი ძმა რომ შეეწყალებინა, დამირეკავდნენ და მეტყოდნენ წაიყვანე შენი ინვალიდი ძმაო. არ დაურეკავთ, ანუ არ შეიწყალა. ეს საპატრიარქოს, პრეზიდენტის და ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილებაა და ყველა აგებს პასუხს. სექტემბრიდან მიიღებენ საპროტესტო აქციებს. თუ ვინმეს გონია, რომ დავიღალე, ძალიან ცდება“, – აცხადებს მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოშია მოთავსებული.

ცნობისთვის, მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. აღნიშნული თხოვნით მან ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, რომელმაც დეკანოზს შეწყალებაზე უარი უთხრა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერმა პარალმენტის მუშაობა შეაჩერა
შემდეგი სტატიაგვარამიას თქმით, მთავარი არხი მაუწყებლობას იბერიას შენობაში დაიწყებს