გვარამიას, ოქრუაშვილის, “თიბისის” საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია – ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ქვეყანაში დაწყებულ „დაჭერებს“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირთა რეპრესიად აფასებს, – ამის შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრული საქმე, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება, „თიბისის“ საქმე და 20 ივნისის აქციის მონაწილეების დაკავება ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ყველა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული პროცესის ნაწილია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ოპონენტების განეიტრალებაა.

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავს, რომელთა შორისაა 20 ივნისის ძალის გადამეტების შემთხვევების გამჭვირვალედ გამოძიება. არასამთავრობოები მოუწოდებენ პროკურატურას, შეწყვიტოს საეჭვო დაკავებები და ადამიანები პასუხისგებაში მისცეს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში და არ შეუქმნას საფრთხე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ფუნქციონირებას.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას კონსტიტუციით მინიჭებული იმუნიტეტი ტყუილების საფუძველზე მოუხსნეს – ანა ნაცვლიშვილის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის