გვარამია: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, თუმცა, ის თავს მხნედ გრძნობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, თუმცა, ის თავს მხნედ გრძნობს.

როგორც გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ გეგმავს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, თუმცა არის მხნედ. ახლა მისი სიმხნევის მთავარი წყარო არის ბრაზი იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუკეტეს ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული გზა – ეს არის არჩევნები. არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმდა, შესაძლებლობის მთავარი კარი ჩაგვიკეტეს, ჩვენ უნდა ვეძებოთ შესაძლებლობის სხვა კარი და ის უნდა შევაღოთ“, – განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს”
შემდეგი სტატიაკუჭავა პაატა მანჯგალაძეს მიმართავს – ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვის უშვებენ სააკაშვილთან და ვის – არა