გუტერეში – ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილ საშინელებას

ისრაელი-„ჰამასის“ კონფლიქტის დაწყებიდან ექვსი თვე გავიდა. აღნიშნულს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გუტიერეში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ გაერო წუხს იმ 1 200 ადამიანის გამო, რომლებიც 7 ოქტობერს სასტიკად მოკლეს.

„ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილ საშინელებას. სექსუალურ ძალადობას, წამებას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაჭრასა და გატაცებას, სამოქალაქო სამიზნეებისკენ თავდასხმას და ადამიანების ფარებად გამოყენებას. მოვუწოდებ მძევლების გათავისუფლებისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასის“ და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების ხელშია“,- წერს გუტერეში სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიდავითაშვილი – ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში
შემდეგი სტატიაკასპში, სოფელ ახალქალაქში, მშენებლობაზე მუშა დაიღუპა