„გუშინდლამდე პოლიტიკური პარტიების აქციები არ ყოფილა”- სარალიძე პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს

შვილმოკლული მამების აქცია რუსთაველის გამზირზე – პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები დღის მეორე ნახევარში განახლდება. მანამდე კი ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

„ჩვენი პროტესტი გაგრძელდება ისევ და ისევ ისე როგორც ვაგრძელებთ. ვნახოთ პოლიტიკური ლიდერები რას შემოგვთავაზებენ. და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას რა მეთოდით ვებრძოლოთ ამ ხელისუფლებას. იქიდან გამომდინარე რაც ბოლოს უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ დააგვირგვინა მაინც ტალახს გვესვრიან, რომ “ნაციონალების” მიერ მართული იყო ეს აქცია. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით გუშინდლამდე ეს არანაირი პოლიტიკური პარტიების აქციები არ ყოფილა და არც იქნებოდა მაგრამ იმასთან დაკავშირებით გუშინ რა ინფორმაციებიც გვქონდა, რომ აპირებდნენ პროვოკაციებზე წამოსვლას, იმაზე არ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენს დაკავებას აპირებდნენ.

იმიტომ, რომ თუ დაგვაკავებენ ეს არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის მაგრამ ხალხის მიმართ აპირებდნენ პროვოკაციაზე წამოსვლას რაც ნათელი გახდა პოლიციის მხრიდან. უკანონოდ იქცეოდა მთელი პოლიცია,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიამ ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა