გუშინდელმა სტიქიამ ადიგენი, გორი და თეთრიწყარო დააზარალა

გუშინ საქართველოს ტერიტორიაზე მოსულმა წვიმამ და სეტყვამ რამოდენიმე რეგიონი დააზარალა.
6 სოფელი დაზარალდა ადიგენის რაიონში. წყალმა სახლების სარდაფები და პირველი სართულები დატბორა. განადგურდა რამდენიმე ჰექტარზე დათესილი მოსავალიც. დაზიანებულია გზები და ინფრასტრუქტურაც.გამგებლის თქმით, ზარალის ოდენობას უახლოეს დღეებში დაადგენს სპეციალური კომისია. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, საჭირო გახდება ცენტრალური ხელისუფლების დახმარება და თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა.

მორიგმა სეტყვამ გორის რაიონში კიდევ რამდენიმე სოფელი დააზარალა. ერგნეთში, ქიწნისში, ფხვენისსადა შინდისში მოსახლეობის თქმით, მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ. მათ შორის ხეხილი და ხეივანი. ასევე ერთწლოვანი ნათესები.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თეთრიწყაროს რაიონში. სოფელ დუმანისთან დამაკავშირებელი გზაწყალმა წაიღო, ხევზე არსებული ხიდი კი სარემონტოა და მასზე ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
შემდეგი სტატიაირინა იმერლიშვილი: უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც სასამართლო დამოუკიდებლობა, ასევე კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა