გურჯაანის საავადმყოფოში ექიმი პაციენტს ფიზიკურად გაუსწორდა

ფიზიკური დაპირისპირება გურჯაანის საავადმყოფოში. ექიმმა კლინიკაში მისულ პაციენტს სცემა. ინციდენტს წინ, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ვითარება „ნიუ ჰოსპიტალში“ მაშინ დაიძაბა, როცა პაციენტმა გადაწყვიტა, რომ მედპერსონალის აგრესიული მოქმედებები ვიდეოთი გადაეღო. ეს კი ექიმმა „არაკაცურად“ მიიჩნია, პაციენტს კამერა წაართვა და სცემა. პაციენტი ხსნარის დასხმას ითხოვდა, თუმცა, ექიმმა უარი განუცხადა.

„არ მიკეთებენ ნიუ ჰოსპიტალში იმას, რასაც ვეუბნები და თავის ნებაზე აკეთებენ. არაკაცური ეს არაფერი არ არის. უნდათ, რომ ნაოპერაციები ამაგლიჯონ,“ – ამბობს პაციენტი.

ექიმმა, ნუკრი ბაღაშვილმა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პაციენტი ვიდეოს იღებდა, კამერასთან განაცხადა, რომ პაციენტი „ინტრიგანია“.

„არაკაცურად იქცევა, იმიტომ, რომ ჭუჭყიანზე მთხოვს დასხმას, მე კიდევ არ გავაკეთებ. არასწორად იქცევა, ინტრიგანია,“ – ამბობს ექიმი.

banner
წინა სტატიაშიდეკემბერში კამჩატკასთან აფეთქებული მეტეორიტის ძალა 173 კილოტონა იყო
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრეზიდენტი ელისეის მინდვრებზე პროტესტის აკრძალვის შესაძლებლობებს განიხილავს