დეკემბერში კამჩატკასთან აფეთქებული მეტეორიტის ძალა 173 კილოტონა იყო

კამჩატკასთან ახლოს დეკემბერში მეტეორიტის მსხვილი აფეთქება მოხდა – “ნასა” ავრცელებს. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე აფეთქება თავისი სიძლიერით მეორე იყო ექვსი წლის წინ ჩელიაბინსკში მომხდარი აფეთქების შემდეგ. შემთხვევა მაშინათვე არ შეუმჩნევიათ. ის ხიროსიმაზე ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე ათჯერ ძლიერი იყო.
ლინდლი ჯონსონი, რომელიც ნასას დედამიწის დაცვის სპეციალისტია, ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის აფეთქება 100 წელიწადში 2-3-ჯერ ხდება.

18 დეკემბერს, დაახლოებით შუადღეზე, მეტეორიტი დედამიწის ატმოსფეროში 32 კმ/წამი სიჩქარით შემოვიდა, შვიდი გრადუსი ტრაექტორიით. ის დედამიწის ზედაპირიდან 25,6 კმ-ზე აფეთქდა, დარტყმის ენერგია 173 კილოტონა იყო – “ბიბისი” წერს. “აფეთქების ენერგია ჩელიაბინსკის აფეთქების 40% შეადგენდა, მაგრამ რადგანაც ის ბენგალის ზღვაში მოხდა, სიახლეებში ეს მომენტი ვერ მოხვდა” – მიწისგარეთა ობიექტების “ნასას’ სპეციალისტი კელი ფასტი ამბობს. აფეთქება სამხედრო თანამგზავრებმა შეამჩნიეს. “ნასამ” მის შესახენ ინფორმაცია აშშ-ს სამხედრო ძალებისგან მიიღო.

2005 წელს აშშ-ს კონგრესმა “ნასას” დაავალა, რომ 2020 წლისთვის ასტეროიდების მინიმუმ 90% უნდა აღმოაჩინოს, რომლის ზომა 140 და მეტი მეტრი იქნება და რომლებიც მიწასთან იქნებიან ახლოს. მსგავს სხეულებს “უპასპორტო პრობლემებს” ეძახიან, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მიწაზე დაეცემიან, პრობლემა მთელ რიგ რაიონებს შეექმნებათ. მეცნიერები ამბობენ, რომ კონგრესის ამ განკარგულების შესასრულებლად მომდევნო 30 წელიც არ იქნება საკმარისი.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე იუსტიციის საბჭოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო, ამიტომ გადადგა
შემდეგი სტატიაგურჯაანის საავადმყოფოში ექიმი პაციენტს ფიზიკურად გაუსწორდა