გურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგა.

კახა გულედანის განცხადებით, ახალი გამოწვევებია რეგიონში, რასაც სჭირდება ახალი ენერგია და განახლებული ხედვა.

მერაბ ჭანუყვაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
მერაბ ჭანუყვაძე 1982 წელს ოზურგეთის რაიონში, სოფელ შემოქმედში დაიბადა. შემოქმედის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქ. თბილისის სპორტის აკადემიაში. 2013-2014 წელს გურიის გუბერნატორის მოადგილე იყო, 2014 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდა.

banner
წინა სტატიაშიასეთი რამ ბევრი წლის განმავლობაში არ გვახსოვს, ეს არაბუნებრივი სიტუაციაა – სოფლის მეურნეობის მინისტრი ხანძარზე საუბრობს
შემდეგი სტატიაწაღვერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს