გურამ იმნაძე – კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 15 წლის მოზარდის საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოების მხრიდან იყოს მაღალი ნდობა

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამ საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოების მხრიდან იყოს მაღალი ნდობა. კარგია, რომ ინსპექტორი მაქსიმალურად ცდილობს მედიისა და საზოგადოების ინფორმირებას – ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში, ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის „მართლმსაჯულების“ პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, საზოგადოებამ ინსპექტორის მხრიდან მოისმინა განმარტება თუ რატომ მოხდა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კონკრეტული პირის დაკავება რომ საქმის ასეთი მსვლელობა აბსოლუტურად ლოგიკური და ლეგიტიმური შეიძლება იყოს.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამ საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოების მხრიდან იყოს მაღალი ნდობა. კარგია, რომ ინსპექტორი მაქსიმალურად ცდილობს მედიისა და საზოგადოების ინფორმირებას. რაც შეეხება დამთხვევას, რომ უშუალოდ მოზარდის გარდაცვალებას მოჰყვა კონკრეტული პირის დაკავება – ცხადია ეს ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს და ცხადია ამაზე აქვს ვალდებულება სახელმწიფო ინსპექტორს, რომ განმარტოს. ჩვენ მოვისმინეთ კიდეც ეს განმარტება, რაც მგონია, რომ აბსოლუტურად ლოგიკური და ლეგიტიმური შეიძლება იყოს საქმის ასეთი მსვლელობა“, – აცხადებს გურამ იმნაძე.

banner
წინა სტატიაში“მავთულხლართებში გავიჭედე”- კუხიანიძის თქმით, 2 დღეა ცხინვალში გადასვლას ცდილობს
შემდეგი სტატია“ჩემი შვილი საკმაოდ ემოციურია მოზარდის გარდაცვალების ფაქტის მიმართ და ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო”