“მავთულხლართებში გავიჭედე”- კუხიანიძის თქმით, 2 დღეა ცხინვალში გადასვლას ცდილობს

ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების ზეწოლის შემდეგ საკრებულო დაატოვებინეს, ამ წუთებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფება. კუხიანიძე ამბობს, რომ ის უკვე მეორე დღეა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობს, რაღა გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანოს.

კუხიანიძემ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, რუსულ ენაზე მიმართა და ექიმის გათავისუფლება სთხოვა.

“გუშინ ვცადე, მაგრამ სხვა მიმართულებით წავედი და რაღაც ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე და დღეს ეს ამბავი უბრალოდ გახმაურდა და რაღაცა არ მინდა ცირკს დაემსგავსოს.. ახლა გამოუვალი ისა მაქვს და გახმოვანდება ჩემი ეს სურვილი. მინდოდა მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის”- ამბობს კუხიანიძე.

“მე არ მივიდოდი იქ იმისთვის რომ შეურაცხვყო იმათი კანონები, ჩვენთვის არის საქართველოს ტერიტორია, მათთვის არის სხვა კანონები. მათთვის არის მათი ტერიტორია. მე მტერსაც პატივს ვცემ”- ამბობს კუხიანიძე და აღნიშნავს რომ ულტიმატუმების ენას ჩიხამდე მიჰყავს სიტუაცია.

banner
წინა სტატიაში“მწვანე სკოლის” დირექტორი-კამერებზე ვერ ამოვიცანით, ვინ შემოიპარა სკოლაში
შემდეგი სტატიაგურამ იმნაძე – კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 15 წლის მოზარდის საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოების მხრიდან იყოს მაღალი ნდობა