გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ

გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ-მინისტრის აპარატმაც შესთავაზა.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიმამუკა გამყრელიძე: ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკუთარი ამომრჩევლის მძევალია
შემდეგი სტატიალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს