ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

შემთხვევა გუშინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელის ვაჟს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

მამაკაცს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი – ვაქცინაციამდე სამედიცინო ისტორიამ მოგვცა გარკვეული ვარაუდების გამორიცხვის საშუალება