,,გუნდურობის პრინციპი არაერთგზის დაირღვა ამ დღეების განმავლობაში – ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები”

გუნდურობის პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა დარჩეს თუ არა ეკა ბესელია გუნდში.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა.

„უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ვადებთან, სიასთან დაკავშირებით და ა. შ. ბევრი ასეთი დეპუტატი იყო გუნდში, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი რაიმე სანქცირების, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების საკითხი, იმიტომ , რომ ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას. გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი, თუ რაიმე სხვა მსგავსი მიდგომის გამოვლენის საფუძველი. ასეთი რამ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. ეს პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დეპუტატი, რომელიც წარმოდგენილია საპარლამანტო უმრავლესობაში, დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად. კიდევ ერთელ გავიმეორებ, რომ განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენ, გუნდის შიგნით პატივს ვცემთ, თუმცა მთავარია რომ იყოს გუნდურობის პრინციპი. მათ შორის, მთავარი არის ის, რომ არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ მოვლენებთან და პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არაერთი ტყუილი მოვისმინე კონკრეტული დეპუტატების მხრიდან ამ დღეების განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულლებით. ეს ძალიან სამწუხაროა და იმედია, ასე არ გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელია განცხადებას, რომ ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს და „ნათელს მოჰფენს ყველაფერს“, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ არსებობს სინამდვილე, რაზეც საუბარი ყველას შეუძლია. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას კომიტეტიდან წასვლის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხილში იყო გადაწყვეტილი.

„ მე, კონკრეტულ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და მისია. რაც შეეხება ნათელის მოფენას, არსებობს ოუბიექტური სინამდვილე და ამაზე ჩვენ, რა თამა უნდა, ყველას შეგვიძლია საუბარი. ობიექტური სინამდევილე მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში იყო მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას და მითუმეტეს, მოსამართლეების არჩევას. ამ გადაწყვეყტილებას არანაირირი კავშირი არ ჰქონდა ამ საკითხებთან. სულ სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილება ქალბატონი ეკა ბესელიას იურიდიულ საკუთხთა კომიტეტიდან წასვლის თაობაზე, სხვა საფუძველი ჰქონდა. შესაბამისად, სამწუხაროდ, არასწორი სარჩული დაედო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სრულიად სხვა საფუძვლით იქნა რეალურად მიღებული’< - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტში დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი.

banner
წინა სტატიაში,,პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, რაც მის კონსტიტუციურ ფუნქციას სრულად შეესაბამება”
შემდეგი სტატია,,ჩვენი წარმოდგენილი მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი მზადაა ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს”