,,პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, რაც მის კონსტიტუციურ ფუნქციას სრულად შეესაბამება”

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვა ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით დაუსვეს.

კობახიძის თქმით, მისი მხრიდან პრეზიდენტის შეფასება სწორი არ იქნება.

„ზოგადად, შემიძლია, აღვნიშნო, რომ მან ისაუბრა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან, სხვადასხვა საკითხზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან თავი წარმოაჩინა თავისი პირველი გამოსვლის დროს ჟურნალისტების წინაშე, საზოგადოების წინაშე, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის სპიკერის თქმით, ოპოზიციის შეფასებები ამ საკითხზე ძალიან სამწუხაროა, რადგან ისინი პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა გაუფრთხილდნენ.

„მოვისმინე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, რადგან ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. შესაბამისად, განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. ეს არის სამწუხარო, თუმცა იმედი მაქვს, ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს. პრეზიდენტი აუცილებლად დაინტერესდება ყველაფრით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში,,შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია”
შემდეგი სტატია,,გუნდურობის პრინციპი არაერთგზის დაირღვა ამ დღეების განმავლობაში – ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები”