საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება.
როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი თავადაც არ არის წინააღმდეგი.