„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წარმომადგენელ დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება

ლევან ბეჟაშვილს თავს დაესხნენ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წარმომადგენელ დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ენმ-ს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, ესაა შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, რითაც ხელისუფლება ცდილობს გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძეზე ზეწოლა განახორციელოს.

„სამწუხაროა, რომ ახალი წელი ახალმა პრემიერმა, ნაცვლად თავისი დაპირების შესრულებისა კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ, კვლავ პოლიტიკური დაკავებებით, ზეწოლითა და შანტაჟით დაიწყო.

ერთი შეხედვით ყოფითი დავა, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში გადაიზარდა, სადაც მონაწილეობას პოლიციის მოქმედი თანამშრომლები ღებულობდნენ. შემთხვევიდან 1 წუთში დაახლოებით 20 პოლიციელი აღმოჩნდა “შემთხვევით” ირაკლი კირკიტაძის დასაკავებლად და შეთითხნილი ბრალდებებით ის წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. ბუნებრივია ეს გარდაბნის არჩევნებს უკავშირდება, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. ხელისუფლება კი ცდილობს ბოლო 3 წელიწადში აპრობირებული მეთოდი გამოიყენოს და ოჯახის წევრებზე სისხლის სამართლის აღძვრით გავლენა მოახდინოს მასზე.

ეს ფაქტი არის შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, რადგან ჩვენს შემთხვევევბში, როცაჩიორა თაქთაქიშვილზე, ზურაბ ჭიაბერაშვილზე, გიორგი ღვინიაშვილზე უხეში და მათ შორის შეირაღებული თავდასხმები განხორციელდა, არცერთხელ არ გამოყენებულა პატიმრობა.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გუნდს სურს, რომ კვირიკაშვილი იხილოს პარტიის და კოალიციის ლიდერად”
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭო წყალბადის ბომბის გამოცდის გამო საპასუხო ზომებზე ფიქრობს