გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა აღარ არსებობს რაც შეეხება ბაკურიანს 20-მდე სასტუმროს წყალმომარაგების პრობლემა აქვს

გუდაურში წყალი ამ დროისთვის ყველა დასახლებას, სასტუმროსა და ტურისტულ ობიექტს მიეწოდება, –აცხადებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, ეკატერინე გალდავა.
მისი განმარტებით, გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა აღარ არსებობს, თუმცა ყინვების გამო, შესაძლოამ წყლის წნევის ცვლილებები დაფიქსირდეს, შესაბამისად, ყოველ ერთ საათში მონიტორინგი და რეზერვუარების შემოწმება ხორციელდება.

რაც შეეხება ბაკურიანს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის თქმით, ბაკურიანში წყალი პრობლემების გარეშე მიეწოდება მოსახლეობისა და სასტუმროების 90 პროცენტს მიეწოდება. თუმცა 20-მდე სასტუმროს წყალმომარაგების პრობლემა აქვს, ვინაიდან მათ შიდა ინფრასტრუქტურა დროულად არ მოაწესრიგეს. როგორც გალდავამ აღნიშნა, წყალმომარაგების კომპანია ასეთ სასტუმროებს წყალს რეზერვუარებით აწვდის.

გუდაურში არსებული „რედკოს“ დასახლების კორპუსებს წყლის მიწოდება 31 დეკემბრის საღამოს შეუწყდა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი მცირე ნალექი გახდა. კომპანიამ პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა, თუმცა პრობლემის სრულად მოგვარება რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. კომპლექსს წყლის მიწოდება გუშინ საღამოს აღუდგა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის ბრძანებით, იღუმენია თამარს (გამყრელიძე) ზიარება აეკრძალა
შემდეგი სტატიაშეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე