გუდაურის საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან და საექსპერტო კვლევებს იწყებენ.

მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.

banner
წინა სტატიაშიგუდაურში დაშავებული ორსული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიასად იკრძალება მოწევა და რამდენია ჯარიმა