გუდაურში დაშავებული ორსული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

გუდაურში დაშავებული ორსული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს და მასზე დაკვირვება გრძელდება.

გუდაურში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული 5 პირი ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება. ერთ-ერთ მათგანს, უკრაინის მოქალაქეს, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.

გუდაურში უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია – კენჭს რვა კანდიდატი იყრის
შემდეგი სტატიაგუდაურის საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო