გუდამაყრის ხეობაში 22 სოფელი მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი

გუდამაყრის ხეობაში 22 სოფელი მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დუშეთის რაიონში ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე კლდოვანი ფერდობი გუშინ, 23 მარტს ჩამოიშალა. ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება, რადგან არსებობს საფრთხე. რომ მთა მთლიანად ჩამოიშალოს.

გზის ამ მონაკვეთზე ამ დროისთვის ექსპერტები და გეოლოგები მუშაობენ, რომლებმაც დამეწყრილი ტერიტორია უნდა შეაფასონ. მათ უნდა გასცენ რეკომენდაცია დაიწყოს თუ არა გზის გაწმენდა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატი ლადო კახაძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატიაგაბუნია – მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის